---
title: "მუხლი 131. მიწათმოწყობის შინაარსი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/131"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "131"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 131. მიწათმოწყობის შინაარსი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 131 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/131

მიწათმოწყობა იყოფა მეურნეობათაშორის და შიდა სამეურნეო მიწათმოწყობად.
მიწათმოწყობა შეიცავს მიწათმოწყობის შემდეგ მოქმედებებს:

1) ახალი მიწათსარგებლობის შექმნას, აგრეთვე არსებული მიწათსარგებლობის მოწესრიგებას, მიწების ხარვეზიანობის და მათს განლაგებაში სხვა ნაკლოვანებების აღმოფხვრას, მიწათსარგებლობის საზღვრების დაზუსტებას და შეცვლას;

2) კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების ტერიტორიების შიდა სამეურნეო მოწყობას ეკონომიურად დასაბუთებული თესლბრუნვის შემოღებით და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (სათიბების, საძოვრების, ბაღებისა და სხვა) მოწყობით, აგრეთვე ნიადაგების ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიების შემუშავების;

3) ახალი მიწების გამოვლენის სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახალხო სამეურნეო ათვისებისათვის;

4) მიწის ნაკვეთების მიზომვას და გამოყოფის;

5) ქალაქის, დაბისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების ფარგლების დადგენას და შეცვლას;

6) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, ნიადაგობრივი, გეობოტანიკური და სხვა გამოკვლევისა და ძიების მოწყობას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/130.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/132.md
