---
title: "მუხლი 139. საქართველოს სს რესპუბლიკის საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე დავის გადაწყვეტა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/139"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "139"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 139. საქართველოს სს რესპუბლიკის საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე დავის გადაწყვეტა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 139 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/139

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საქართველოს სს რესპუბლიკის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების დავას სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე განიხილავს კომისია, რომელიც იქმნება დაინტერესებული მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლებისაგან თანაბარ საწყისებზე. თუ კომისია ვერ მიიღებს შეთანხმებულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე, დავის განხილვა ექვემდებარება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/138.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/140.md
