---
title: "მუხლი 145. საადგილმამულო დავის აღძვრა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/145"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "145"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 145. საადგილმამულო დავის აღძვრა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 145 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/145

საადგილმამულო დავა აღიძვრება ერთ-ერთი მხარის განცხადებით. განცხადებას უნდა დაერთოს საჭირო დოკუმენტები.
საადგილმამულო დავის მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ:
გაეცნონ საადგილმამულო დავის მასალებს;
ამოიწერონ საჭირო მონაცემები;
მონაწილეობა მიიღონ საადგილმამულო დავის განხილვაში;
წარადგინონ დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი;
აღძრან შუამდგომლობა;
მისცენ ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება;
უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობანი, დასკვნები და მოსაზრებანი;
მიიღონ საადგილმამულო დავის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების ასლი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/144.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/146.md
