---
title: "მუხლი 148. საადგილმამულო დავის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/148"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "148"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 148. საადგილმამულო დავის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 148 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/148

გადაწყვეტილებას საადგილმამულო დავის თაობაზე აღასრულებენ მიწათმომწყობი ორგანოები, თუ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის აღსრულების სხვა ორგანო.
გადაწყვეტილება საადგილმამულო დავის თაობაზე შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს ზემდგომ ორგანოში ათი დღის ვადაში მისი ჩაბარების დღიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეაჩერებს მის აღსრულებას.
საადგილმამულო დავის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს აქვს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ან განვადების უფლება საადგილმამულო დავის გადამწყვეტი ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/147.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/149.md
