---
title: "მუხლი 152. სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიწის კანონმდებლობის დარღვევისათვის — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/152"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "152"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 152. სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიწის კანონმდებლობის დარღვევისათვის — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 152 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/152

თანამდებობის პირებს და მოქალაქეებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით ამ კოდექსის 152-ე მუხლში მითითებულ გარიგებების დადებაში და აგრეთვე -
მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავებაში;
მიწის უყაირათო და არაშრომითი შემოსავლის წყაროდ გამოყენებაში;
სასოფლო-სამეურნეო და სხვა მიწების გაფუჭებაში, საწარმოს ან სხვა ნარჩენებით დანაგვიანებასა და ჩამდინარე წყლებით მათ გაჭუჭყიანებაში;
იმაში, რომ არ ასრულებენ სავალდებულო ღონისძიებებს მიწის გაუმჯობესების და ქარისმიერი თუ წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგების დასაცავად;
იმაში, რომ თავის დროზე არ აბრუნებენ დროებით დაკავებულ მიწას ან არ ასრულებენ თავის მოვალეობას გაავარგისონ მიწა და ნიშნულებისამებრ გამოსაყენებლად,
მიწათსარგებლობის სამიჯნე ნიშნების მოსპობაში;
დადგენილი წესით დამტკიცებული შიდასამეურნეო მიწათმოწყობის პროექტებისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევაში;
იმაში, რომ არ იღებენ ღონისძიებებს სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად;
ნიადაგის ნაყოფიერი ფენის აღებისა და შენახვის პირობების შეუსრულებლობაში, -
ეკისრებათ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება დადგენილ იქნეს პასუხისმგებლობა მიწის კანონმდებლობის სხვა სახის დარღვევებისათვისაც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/151.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/153.md
