---
title: "მუხლი 17. არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის მიწების გაცემა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/17"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "17"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის მიწების გაცემა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/17

სამრეწველო საწარმოების, საცხოვრებელი ობიექტების, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისათვის, აგრეთვე სხვა არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის გამოყოფენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან სოფლის მეურნეობისათვის უვარგის მიწებს ან დაბალხარისხოვან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
აღნიშნული მიზნისათვის სახელმწიფო სატყეო ფონდიდან მიწის ნაკვეთს გამოყოფენ უპირატესად ტყით დაუფარავი ან ბუჩქნარით თუ მცირე ღირებულების ნარგავებით დაფარული ფართობებიდან.
მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა იმ ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულია, ხდება სახელმწიფო სამთო ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებით.
ელექტროგადამცემი, კავშირგაბმულობის ხაზები და სხვა კომუნიკაციები გაჰყავთ უმთავრესად გზების, არსებული ტრასების და ა. შ. გასწვრივ.
სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ მიწებს, რომლებიც გამოყოფილია არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის, მიუზომავენ ფაქტიური საჭიროების მიხედვით და, როგორც წესი, მოსავლის აღების შემდეგ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/18.md
