---
title: "მუხლი 21. მეორეული მიწათსარგებლობა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/21"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "21"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. მეორეული მიწათსარგებლობა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/21

კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს კანონით დადგენილ შემთხვევებში შეუძლიათ მათთვის გამოყოფილი მიწებიდან გასცენ მიწის ნაკვეთები მეორეული სარგებლობისათვის.
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, მეორეული მიწათსარგებლობის წესები და პირობები განისაზღვრება სსრ კავშირის კანონმდებლობით, ამ კოდექსის 58-ე, 67-ე, 70-ე, 83-ე, 93-ე, 118-ე, 121-ე, 123-ე მუხლებით და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობით.
მეორეული მიწათსარგებლობის უფლება, თუ სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის სხვა წესი, დასტურდება ამონაწერით იმ ორგანოს გადაწყვეტილებიდან, რომელმაც გასცა მიწის ნაკვეთი.
აქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი III
მიწათმოსარგებლეთა უფლებები და მოვალეობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/22.md
