---
title: "მუხლი 24. მიწათმოსარგებლეთა უფლებები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/24"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "24"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. მიწათმოსარგებლეთა უფლებები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/24

სარგებლობისათვის გამოყოფილი მიწის თითოეული ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად მიწათმოსარგებლეებს უფლება აქვთ დადგენილი წესით:
ააგონ საცხოვრებელი, საწარმოო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა შენობები და ნაგებობანი;
დათესონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები, გააშენონ ტყე, ხეხილი, დეკორატიული და სხვა ნარგავები;
ისარგებლონ სათიბებით, საძოვრებითა და სხვა სავარგულებით;
აწარმოონ სარწყავი, ამოსაშრობი და სხვა სამელიორაციო სამუშაოები, მოაწყონ სატბორეები და სხვა წყალსატევები;
გამოიყენონ მეურნეობის საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთებზე არსებული საერთოდ გავრცელებული სასარგებლო წიაღისეული, ტორფი და წყლის ობიექტები, აგრეთვე ისარგებლონ მიწის სხვა სასარგებლო თვისებებით.
მიწათმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება კანონით შეიზღუდოს სახელმწიფო ინტერესებისა და, აგრეთვე, სხვა მიწათმოსარგებლეთა ინტერესებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/25.md
