---
title: "მუხლი 29. მიწების დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებანი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/29"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "29"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. მიწების დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებანი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/29

მიწამოსარგებლენი ვალდებული არიან განახორციელონ ეფექტური ღონისძიებანი მიწების დაცვისა და ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად, განახორციელონ ორგანიზაციულ-სამეურნეო, აგროტექნიკურ, სატყეო-სამელიორაციო და ჰიდროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვან მიწების გაჭუჭყიანება, დამლაშება, დაჭაობება, სარეველების გავრცელება და აგრეთვე სხვა პროცესები, რომლებიც აუარესებენ ნიადაგების მდგომარეობას.
მიწების მელიორაციისა და დაცვის, მინდორსაცავი ტყის გაშენების, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს და სხვა ზომებს, რომელთა მიზანია მიწების ძირეული გაუმჯობესება, ითვალისწინებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმა და მათ ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები, უწყებები და მიწათმოსარგებლეები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/30.md
