---
title: "მუხლი 38. მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/38"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "38"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/38

მოქალაქეთა უფლება ისარგებლონ მათთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთით შეწყდება შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევებში, თუ:

1) ისინი ნებაყოფლობით განაცხადებენ უარს მიწის ნაკვეთით სარგებლობაზე;

2) გავიდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა;

3) კომლის ან ოჯახის ყველა წევრი გადავიდა სხვა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ამ კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

4) შეწყდა შრომითი ურთიერთობა, რომლის გამო გამოყოფილი იყო სასამსახურო მიწის ნაკვეთი, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

5) გარდაიცვალა კომლის ან ოჯახის ყველა წევრი;

6) წარმოიშვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.
მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება შეიძლება შეწყდეს მოქალაქის მიერ ამ კოდექსის 151-ე, 154-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედობის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე მიწის ნაკვეთის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გამოუყენებლობის გამო ან მისი არა იმ მიზნით გამოყენებისათვის, რისთვისაც იგი იქნა გამოყოფილი.
მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ მიწა გამოყენებულია არაშრომითი შემოსავლის მისაღებად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №1403 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.220

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/39.md
