---
title: "მუხლი 46. მიწათმოსარგებლეთაგან მიწის ნაკვეთების გამოყოფის ან მათი დროებით დაკავების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/46"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "46"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. მიწათმოსარგებლეთაგან მიწის ნაკვეთების გამოყოფის ან მათი დროებით დაკავების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/46

მიწათმოსარგებლეებს უნდა აუნაზღაურდეთ ის ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის ან დროებით დაკავების შედეგად.
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების თანახმად, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებსაც მიზომილი აქვთ მიწის ნაკვეთები, მიწათმოსარგებლეებისათვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/47.md
