---
title: "მუხლი 52. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გაცემა სარგებლობისათვის — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/52"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "52"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გაცემა სარგებლობისათვის — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/52

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უვადო სარგებლობისათვის ეძლევათ:

1) კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებსა და ორგანიზაციებს – სოფლის მეურნეობის საწარმოებლად;

2) სამეცნიერო-კვლევითს, სასწავლო და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებს – საველე კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების პრაქტიკული გამოყენებისა და გავრცელებისათვის, აგრეთვე საწარმოო მიზნებისათვის;

3) არასასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებსა – დამხმარე სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის;

4) მოქალაქეებს – პირადი მეურნეობის წარმოებისათვის დაქირავებული შრომის გამოუყენებლად;

5) საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთები იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა და ამ კოდექსის 84-88-ე მუხლები.
ამ მუხლში აღნიშნული უვადო სარგებლობისათვის მიცემული მიწების გარდა მიწათმოსარგებლეებს მიწა შეიძლება მიეცეს დროებითი სარგებლობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1978 წლის 27 ივლისის პრეზიდიუმის ბრძანება №1173 - საქართველოს  სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1978 წ, მუხ.146
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/53.md
