---
title: "მუხლი 54. მიწათსარგებლობის საზღვრებისა და ოდენობის შეცვლა მეურნეობათა შეერთების ან გაყოფის დროს — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/54"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "54"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. მიწათსარგებლობის საზღვრებისა და ოდენობის შეცვლა მეურნეობათა შეერთების ან გაყოფის დროს — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/54

კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-საცდელი და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების დადგენილი წესით შეერთების დროს მათი მიწის ნაკვეთები
სახალხო დეპუტატთა
რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით გაერთიანდება ერთიან მიწის მასივად, რომელიც მიწათსარგებლობის უფლების სახელმწიფო აქტით მიემაგრება ახლად შექმნილ მეურნეობას.
ჩამოთვლილი მეურნეობების დადგენილი წესით გაყოფის შემთხვევაში მათ სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთები
სახალხო დეპუტატთა
რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დანაწილდება ახლად შექმნილ მეურნეობებს შორის, და მიემაგრება მათ მიწათსარგებლობის უფლების სახელმწიფო აქტით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/55.md
