---
title: "მუხლი 56. მიწათმოსარგებლეთა მოვალეობანი სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენებისას — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/56"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "56"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. მიწათმოსარგებლეთა მოვალეობანი სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენებისას — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/56

კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სხვა საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებით, მოვალენი არიან მეცნიერების მიღწევების და მოწინავე გამოცდილების საფუძველზე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით:

1) შეიტანონ ორგანიზაციულ-სამეურნეო მოწყობის გეგმებსა და საწარმოო-საფინანსო გეგმებში ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისა და მიწის რაციონალურად გამოყენების კონკრეტული ღონისძიებანი;

2) დანერგონ ზონალური პირობებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის შესაბამისად, მიწათმოქმედების ყველაზე ეფექტიანი სისტემები. უზრუნველყონ მეურნეობის დარგების ეკონომიურად ხელსაყრელი შეხამება, შემოიღონ და აითვისონ თესლბრუნვა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მოაქციონ გამოუყენებელი მიწები;

3) განავითარონ მიწების მორწყვა, ამოშრობა და გაწყლიანება, გააუმჯობესონ მდელოები და საძოვრები, გააკირიანონ და გაათაბაშირიანონ ნიადაგი;

4) მიიღოს ზომები ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის, მეწყრების, მიწების დაჭაობებისა და დამლაშების წინააღმდეგ, გააშენონ მინდორსაცავი ნარგავები, ტყეები და შეამაგრონ ქვიშრობები, ხევები და ფლატეები, მდინარეთა და წყალსატევების ნაპირები, არ დაუშვან ნიადაგის გაჭუჭყიანება;

5) გაწმინდონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ქვებისაგან, ბუჩქ-ჯაგნარისაგან, იბრძოლონ სარეველების, სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებათა წინააღმდეგ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/57.md
