---
title: "მუხლი 57. შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტების განლაგება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/57"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "57"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტების განლაგება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/57

კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტები განლაგებულ უნდა იქნეს რაიონული დაგეგმარების დამტკიცებული სქემის, შიდასამეურნეო მიწათმოწყობის, მორწყვისა და ამოშრობის პროექტების და დასახლებული პუნქტების განაშენიანების გენერალური გეგმების შესაბამისად. ამ დოკუმენტების უქონლობისას შიდასამეურნეო მშენებლობის ობიექტების განლაგების ადგილს განსაზღვრავს
სახალხო დეპუტატთა
რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
სარწყავი, ამოშრობილი და სახნავი მიწების, აგრეთვე მრავალწლიანი ხეხილის ბაღის, ჩაის პლანტაციებისა და ვენახის ფართობების გამოყენება იმ ობიექტების მშენებლობისათვის, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული სოფლის მეურნეობის წარმოებასთან, შეიძლება განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/58.md
