---
title: "მუხლი 6. კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნებისა და მისი ერთი კატეგორიიდან მეორეში გადატანის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/6"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "6"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნებისა და მისი ერთი კატეგორიიდან მეორეში გადატანის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/6

ამ კოდექსის მე-5 მუხლში აღნიშნული კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნება ხდება მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად.
ერთი კატეგორიიდან მეორეში მიწების გადატანა ხდება ამ მიწების ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში.
აღნიშნული კატეგორიებისათვის მიწის მიკუთვნებას და მისი ერთი კატეგორიიდან მეორეში გადატანას აწარმოებენ ის ორგანოები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ამ მიწების გაცემის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა ეს დაკავშირებული არ არის მიწების სარგებლობისათვის მიცემასთან, – ის ორგანოები, რომლებიც ამტკიცებენ მიწათმოწყობის პროექტებს, თუ სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის სხვა წესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/7.md
