---
title: "მუხლი 60. კოლმეურნეობის მიწების შიდასამეურნეო გამოყენება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/60"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "60"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. კოლმეურნეობის მიწების შიდასამეურნეო გამოყენება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/60

კოლმეურნეობისათვის მიმაგრებული მიწების შიდასამეურნეო გამოყენება ხორციელდება კოლმეურნეობის წესდების, სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
კოლმეურნეობის საზოგადოებრივი სარგებლობის მიწები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის, საზოგადოებრივი დოვლათის გადიდების, კოლმეურნეთა მატერიალური კეთილდღეობის ამაღლების, საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მშენებლობისა და სხვა საჭიროებისათვის.
კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწებს იყენებენ კოლმეურნეობის წევრების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების, მუშების, მოსამსახურეებისა და ამ კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებში აღნიშნული სხვა მოქალაქეებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მისაცემად.
თუ საკარმიდამო მიწები არ არის საკმარისი, საკოლმეურნეო კომლებისათვის კოლმეურნეობის წესდებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გამოსაყოფი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მისაცემად დასაშვებია საკარმიდამო მიწის ფართობის გადიდება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწების ხარჯზე კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/61.md
