---
title: "მუხლი 68. კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის სარგებლობაში მიცემის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/68"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "68"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის სარგებლობაში მიცემის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/68

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლმეურნეობათაშორის ორგანიზაციებს და საწარმოებს (კოლმეურნეობათაშორის მეფრინველეობის ფერმებს, გამოსაკვებ პუნქტებს და ა. შ.) მიწის ნაკვეთები მიეცემათ იმ კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, რომლის მიწაზეც არსდება საწარმო ან ორგანიზაცია. ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს
სახალხო დეპუტატთა
რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლმეურნეობათაშორის საწარმოებს და ორგანიზაციებს (კოლმეურნეობათაშორის სამშენებლო ორგანიზაციებს, სამშენებლო მასალების საწარმოებს და ა.შ.) მიწის ნაკვეთები გაერთიანების მონაწილე კოლმეურნეობათა მიწებიდან მიეცემათ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მიწების გამოყოფის საერთო წესის მიხედვით.
კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციულ საწარმოებს და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები აგრეთვე შეიძლება მიეცეს სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო ტყის ფონდის და სხვა მიწებიდან საერთო საფუძველზე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი XIV
არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/69.md
