---
title: "მუხლი 7. სსრ კავშირის კომპეტენცია საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგების დარგში — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/7"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "7"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სსრ კავშირის კომპეტენცია საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგების დარგში — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/7

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგების დარგში სსრ კავშირის გამგებლობას მიეკუთვნება:

1) ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის განკარგვა იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია სსრ კავშირის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის სსრ კავშირის კონსტიტუციის შესაბამისად;

2) მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის ძირითად დებულებათა დადგენა;

3) ქვეყნის მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების პერსპექტიული გეგმების დადგენა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგების მოთხოვნილებათა უზრუნველსაყოფად;

4) მიწის მელიორაციის საერთო-საკავშირო ღონისძიებათა და ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების სხვა ღონისძიებათა გეგმების დადგენა, აგრეთვე ეროზიისაგან, დამლაშებისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის ძირითად დებულებათა დადგენა;

5) მიწების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი და მისი განხორციელების წესის დადგენა;

6) სსრ კავშირისათვის მიწების სახელმწიფო აღრიცხვის, მიწათსარგებლობის სახელმწიფო რეგისტრაციის ერთიანი სისტემისა და მიწის კადასტრის წარმოების წესის დადგენა;

7) სსრ კავშირის მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენის, წესის დადგენა;

8) მიწების გამოყენებისა და დაცვის დარგში საერთო-საკავშირო მნიშვნელობის სხვა საკითხების მოწესრიგება სსრ კავშირის კონსტიტუციისა და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/8.md
