---
title: "მუხლი 73. საკოლმეურნეო კომლისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შენარჩუნება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/73"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "73"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. საკოლმეურნეო კომლისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შენარჩუნება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 73 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/73

მიზომილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება საკოლმეურნეო კომლს, რომლის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრი გაწვეულია სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალების რიგებში ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან იმყოფება არჩევითს თანამდებობაზე, სწავლობს, დროებით გადავიდა სხვა სამუშაოზე კოლმეურნეობის თანხმობით ან ორგანიზებული შეგროვების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობაში დარჩნენ მხოლოდ არასრულწლოვანები.
საკარმიდამო ნაკვეთით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება აგრეთვე იმ საკოლმეურნეო კომლს, რომლის ყველა წევრმა დაკარგა შრომის უნარი მოხუცებულობის ან ინვალიდობის გამო.
იმ კოლმეურნეობის მარტოხელა მოხუც და შრომისუუნარო წევრს, რომელიც საბჭოთა მეურნეობად და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოდ გარდაიქმნა, სიცოცხლის განმავლობაში უნარჩუნდება ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობდა კოლმეურნეობაში.
ყველა სხვა შემთხვევაში საკარმიდამო ნაკვეთის შენარჩუნების საკითხს წყვეტს კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/74.md
