---
title: "მუხლი 74. საკოლმეურნეო კომლისათვის საძოვრის და მიწის ნაკვეთის გამოყოფა სათიბად და სხვა საჭიროებისათვის — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/74"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "74"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. საკოლმეურნეო კომლისათვის საძოვრის და მიწის ნაკვეთის გამოყოფა სათიბად და სხვა საჭიროებისათვის — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 74 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/74

კოლმეურნეობის წესდების შესაბამისად საკოლმეურნეო კომლს პირუტყვისათვის გამოუყოფენ საძოვარს.
საკოლმეურნეო კომლს სათიბად და სხვა საჭიროებისათვის გამოუყოფენ მიწის ნაკვეთს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში გამოუყენებელი მიწიდან ნაკვეთს სათიბად ან სხვა საჭიროებისათვის გამოუყოფენ კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან – სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხოლო დასახლებული პუნქტების მიწებიდან – სახალხო დეპუტატთა საქალაქო, სადაბო ან სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ივნისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1981 წ., მუხ.107
თ ა ვ ი XVI
სოფლად მცხოვრები მუშების, მოსამსახურეებისა და სხვა მოქალაქეთა მიწათსარგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/75.md
