---
title: "მუხლი 76. სოფლად მცხოვრები მუშების, მოსამსახურეების, ინვალიდებისა და პენსიონერებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მიცემა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/76"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "76"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. სოფლად მცხოვრები მუშების, მოსამსახურეების, ინვალიდებისა და პენსიონერებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მიცემა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 76 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/76

თუ კოლმეურნეობებში. საბჭოთა მეურნეობებში, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში არის თავისუფალი საკარმიდამო მიწები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეიძლება მიეცეს სოფლად მცხოვრებ მუშას, მოსამსახურეს, პენსიონერსა და ინვალიდს შესაბამისად კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს
სახალხო დეპუტატთა
სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/77.md
