---
title: "მუხლი 77. საბჭოთა მეურნეობების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის სარგებლობაში მისაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/77"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "77"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. საბჭოთა მეურნეობების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის სარგებლობაში მისაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 77 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/77

საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით დაკავებული ფართობის ჩათვლით, გამოუყოფენ შემდეგ ნორმის ფარგლებში:

1) საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მუდმივ მუშებს, სპეციალისტებს და მოსამსახურეებს, რომლებიც სოფლად მუშაობენ და ცხოვრობენ
–
0,25 ჰექტარამდე; ყოფილ კოლმეურნეებს, რომლებიც მუდმივად
სამუშაოდ გადავიდნენ საბჭოთა მეურნეობებში ან სხვა სახელმწიფო საწარმოებში, კოლმეურნეობების სახელმწიფო საწარმოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდებათ საკარმიდამო ნაკვეთები იმ ნორმით, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ კოლმეურნეობებში.

2) სახელმწიფო და საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშებს, მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ და მუშაობენ სოფლად, – საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად – 0,25 ჰექტარამდე;

3) სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის 1 და მე-2 პუნქტების მოქმედება, აგრეთვე სოფელ ადგილებში მცხოვრებ პენსიონრებსა და ინვალიდებს – 0,15 ჰექტარამდე,
სოფლად მცხოვრებ მუშებს, მოსამსახურეებს და სხვა მოქალაქეებს დაწესებული ნორმის ზევით სარგებლობაში შეიძლება დაუტოვონ მიწათსარგებლობის მოწესრიგების შედეგად წარმოქმნილი მიწის პატარა ნაკვეთები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით, თუ მათი გამოყენება კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების ან სხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების საწარმოო საჭიროებისათვის ან სხვა მოქალაქეებისათვის გადაცემა შეუძლებელია.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/78.md
