---
title: "მუხლი 78. სოფლად მცხოვრები მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, აგრეთვე სხვა მოქალაქეებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/78"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "78"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. სოფლად მცხოვრები მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, აგრეთვე სხვა მოქალაქეებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 78 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/78

საკარმიდამო მიწის ნაკვეთს იმავე ოდენობით ინარჩუნებენ ამ კოდექსის 75-ე მუხლში აღნიშნული მუშები და მოსამსახურეები მოხუცებულობისა და ინვალიდობის გამო პენსიაზე გასვლისას, აგრეთვე იმ მუშებისა და მოსამსახურეების ოჯახები, რომლებიც გაწვეული არიან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან სწავლობენ – სამხედრო სამსახურში ან სასწავლებელში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/79.md
