---
title: "მუხლი 83. იმ მოქალაქეთა მიწათსარგებლობა, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/83"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "83"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. იმ მოქალაქეთა მიწათსარგებლობა, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 83 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/83

მოქალაქეები, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალური შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, დაფუძნებულს მათსა და ოჯახის წევრთა პირად შრომაზე, სარგებლობენ მათთვის მიცემულ საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. ამ მოქალაქეებს საყანე მიწის ნაკვეთი ეძლევათ სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, ხოლო საკარმიდამო მიწა - დასახლებული პუნქტის მიწებიდან ამ კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად.
საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესსა და ნაკვეთის ოდენობას იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი XVII
კოლექტიური მებაღეობა და მებოსტნეობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/84.md
