---
title: "მუხლი 84. მიწის ნაკვეთების გამოყოფა კოლექტიური მებაღეობისათვის — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/84"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "84"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84. მიწის ნაკვეთების გამოყოფა კოლექტიური მებაღეობისათვის — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 84 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/84

კოლექტიური მებაღეობისათვის საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთებს გამოუყოფენ ქალაქების მწვანე ზონის ან სხვა დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ, დასახლებული პუნქტების ტერიტორიათა პერსპექტიული გაფართოების გათვალისწინებით სახელმწიფო მარაგის მიწებიდან და სახელმწიფო სატყეო ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტყის გაშენებისათვის.
აღნიშნული მიწების უქონლობისას კოლექტიური მებაღეობისათვის, როგორც გამონაკლისი, შეიძლება გამოყოფილი იქნეს არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა დამხმარე მეურნეობით დაკავებული მიწებიდან, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების მოუმარჯვებელი მიწები, რომლებიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივ მეურნეობაში, აგრეთვე არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები სატყეო მეურნეობაში გამოუყენებელი და სახელმწიფო ტყის ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც გატყევებას არ ექვემდებარება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მწვანე ზონებში.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1978 წლის 27 ივლისის პრეზიდიუმის ბრძანება №1173 - საქართველოს  სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1978 წ, მუხ.146
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/85.md
