---
title: "მუხლი 9. აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კომპეტენცია საადგილმამულო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/9"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "9"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კომპეტენცია საადგილმამულო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/9

საადგილმამულო ურთიერთობათა მოწესრიგების დარგში აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გამგებლობას მიეკუთვნება ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის განკარგვა ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის ფარგლებში, მიწების გამოყენების წესზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და ხელმძღვანელობა სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/9-1.md
