---
title: "მუხლი 91. ქალაქის ფარგლები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/91"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "91"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91. ქალაქის ფარგლები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 91 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/91

ქალაქის ფარგლებია – ქალაქის მიწების გარე საზღვარი, რომელიც ქალაქის მიწებს გამოყოფს ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის დანარჩენი მიწებისაგან და განსაზღვრულია ქალაქის განვითარების გენერალური გეგმისა და ტექნიკურ-ეკონომიური საფუძვლების შესაბამისად.
რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ფარგლებს ადგენს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, ხოლო რაიონული დაქვემდებარების ქალაქის ფარგლებს ადგენენ, შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
მიწის ნაკვეთების მოქცევა ქალაქის ფარგლებში არ იწვევს ამ ნაკვეთებით უწინდელ მოსარგებლეთა სარგებლობის უფლების შეწყვეტას. მათი გამოყოფა წარმოებს ამ კოდექსის მე-40-42-ე, 94-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/90.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/92.md
