---
title: "მუხლი 92. ქალაქის მიწების გამოყენება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/92"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "92"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. ქალაქის მიწების გამოყენება — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 92 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/92

ქალაქის მიწებს იყენებენ ქალაქის გენერალური გეგმის, დაგეგმარების და განაშენიანების პროექტების და ქალაქის ტერიტორიის საადგილმამულო-სამეურნეო მოწყობის გეგმების შესაბამისად.
ქალაქის გენერალური გეგმა განსაზღვრავს მიწის გამოყენების ძირითად მიმართულებას სამრეწველო, საბინაო და სხვა მშენებლობისათვის, კეთილმოწყობისათვის, მოსახლეობის დასასვენებელი ადგილების განლაგებისათვის.
ქალაქის განაშენიანების ცალკეულ ნაწილებში მიწის გამოყენება განისაზღვრება ქალაქის გენერალური გეგმის საფუძველზე შემუშავებული დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტებით.
ქალაქის ტერიტორიის საადგილმამულო-სამეურნეო მოწყობის გეგმებით განისაზღვრება ქალაქის იმ მიწების გამოყენების ძირითადი მიმართულება, რომელთა განაშენიანება არ არის გათვალისწინებული ან დროებით არ არიან განაშენიანებული.
ამ კოდექსის 90-ე მუხლის მე-3, მე-5 პუნქტებში აღნიშნული მიწების გამოყენების წესი განისაზღვრება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/93.md
