---
title: "მუხლი 97. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადასვლა შენობების და ნაგებობების გადაცემისას — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/97"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "97"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 97. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადასვლა შენობების და ნაგებობების გადაცემისას — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 97 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/97

ერთ-ერთი საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის შენობათა და ნაგებობათა მეორისათვის გადაცემისას ამ ობიექტებთან ერთად გადადის იმ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებაც, რომელიც აუცილებელია გადაცემული შენობებისა და ნაგებობების მომსახურებისათვის.
ერთიანი შემკვეთის მიერ საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და კომუნალური მშენებლობის განხორციელებისას, მიწის ნაკვეთი მშენებლობისათვის შეიძლება მიეცეს აღნიშნულ შემკვეთს დროებითი სარგებლობისათვის. მშენებლობის დამთავრების შემდეგ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის შენობებისა და ნაგებობათა საექსპლუატაციოდ გადაცემასთან ერთად
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მისცემს მათ მიწის ნაკვეთს უვადო სარგებლობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/96.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/98.md
