---
title: "მუხლი 98. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შენარჩუნება ნაგებობის დანგრევისას — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/98"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "98"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 98. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შენარჩუნება ნაგებობის დანგრევისას — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 98 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/98

სტიქიური უბედურების გამო ნაგებობის დანგრევისას მიწათმოსარგებლე ინარჩუნებს მიწის ნაკვეთის უვადო სარგებლობის უფლებას, თუ იგი ორი წლის განმავლობაში დანგრევის დღიდან შეუდგება ნაგებობის აღდგენას ან ახლის აშენებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მიწის ნაკვეთის სხვაგვარად გამოყენება გათვალისწინებულია ქალაქის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტით. ასეთ შემთხვევაში დანგრეული ნაგებობის მესაკუთრეს დადგენილი წესით იმავე ქალაქის ფარგლებში მიეცემა სხვა მიწის ნაკვეთი, თუ ამ ქალაქში აკრძალული არ არის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/99.md
