---
title: "მუხლი 99. საქალაქო განაშენიანების მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/99"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "99"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. საქალაქო განაშენიანების მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 99 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/99

საქალაქო განაშენიანების მიწები შედგება საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა შენობებითა და ნაგებობებით გაშენებული და გასაშენებელი მიწებისაგან.
ამ მიწებს აძლევენ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს სამრეწველო, საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა შენობათა და ნაგებობათა აშენებისა და ექსპლუატაციისათვის, აგრეთვე მოქალაქეებს – ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის.
მიწის ნაკვეთის ოდენობა და აღნიშნული მიზნით მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
მშენებლობისა და არქიტექტურის ორგანოს ნებართვის მიღებამდე აკრძალულია გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/98.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/100.md
