---
title: "მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/1"
law: "ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5982666"
adopted: "2023-11-29"
consolidated_as_of: "2023-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს ფინანსური კონგლომერატის ცნებას და ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმებს, ადგენს დამატებითი ზედამხედველობის სტანდარტებსა და წესებს იმ რეგულირებული საწარმოებისთვის, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე ფინანსური კონგლომერატის შემადგენლობაში შედიან.

2. ამ კანონით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობა სექტორული ზედამხედველობის პარალელურად ხორციელდება.

3. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილებები, მათ შორის,  გამოსცენ ერთობლივი სამართლებრივი აქტები.

4. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან სამართლებრივი აქტებით დაადგინონ დამატებით ზედამხედველობასთან დაკავშირებული დამატებითი წესები და მოთხოვნები.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/2.md
