---
title: "მუხლი 4. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის პროცედურა — ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/4"
law: "ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5982666"
adopted: "2023-11-29"
consolidated_as_of: "2023-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის პროცედურა — ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/4

1. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანოს წერილობითი ინიციატივის საფუძველზე ერთობლივად იღებენ ის საზედამხედველო ორგანოები, რომლებმაც ჯგუფში შემავალ შესაბამის რეგულირებულ საწარმოებს სათანადო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მიანიჭეს. აღნიშნული მიზნით ეს საზედამხედველო ორგანოები აქტიურად თანამშრომლობენ.

2. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობისა და კოორდინატორის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კოორდინატორმა თავის მიერ დადგენილი წესით უნდა მიაწოდოს ჯგუფის მშობელ საწარმოს, ხოლო ასეთი საწარმოს არარსებობის შემთხვევაში − ჯგუფის უდიდესი ფინანსური სექტორის უდიდესი საბალანსო ღირებულების მქონე რეგულირებულ საწარმოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/5.md
