---
title: "მუხლი 9. სტრესტესტირება — ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/9"
law: "ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5982666"
adopted: "2023-11-29"
consolidated_as_of: "2023-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სტრესტესტირება — ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/9

კოორდინატორი ფინანსური კონგლომერატის ფარგლებში, თავის მიერ დადგენილი წესით, პერიოდულად ატარებს შესაბამის სტრესტესტირებას. საზედამხედველო ორგანოები აქტიურად თანამშრომლობენ კოორდინატორთან სტრესტესტირების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის. ამასთანავე, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოები ვალდებული არიან კოორდინატორს მიაწოდონ სტრესტესტირების ჩასატარებლად აუცილებელი ინფორმაცია. სტრესტესტირება შეიძლება ჩაატაროს კოორდინატორმა. სტრესტესტირება შეიძლება ჩაატარონ აგრეთვე ფინანსურ კონგლომერატში შემავალმა საწარმოებმა კოორდინატორის მიერ განსაზღვრული სტრესსცენარის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/10.md
