---
title: "მუხლი 3 — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/3"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
article: "3"
identifier: "266"
adopted: "2005-03-23"
consolidated_as_of: "2025-09-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3 — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-09-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-09-09), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/3

1. დაცვის პოლიცია პასუხისმგებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაცვისათვის.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილებას. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები, აგრეთვე შეაჩეროს, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიპყროს სამართლადამრღვევი და გადასცეს ის  უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.

3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის, აგრეთვე მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის  მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
ა) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;
ბ) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;
გ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
დ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;
ე) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №307 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 ივნისის ბრძანება №567 - ვებგვერდი, 04.08.2014წ.
თავი III
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და მათი კომპეტენცია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/4.md
