---
title: "მუხლი 8 — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/8"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
article: "8"
identifier: "266"
adopted: "2005-03-23"
consolidated_as_of: "2025-09-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 8 — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-09-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-09-09), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/8

1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული შემოსავლების განკარგვა და ბიუჯეტთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებასა და საქმიანობის რეკლამირებას (მათ შორის, სპონსორობას).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №427 - სსმ III, №50, 12.04.2006წ., მუხ.631
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №920 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №961 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 09.02.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/9.md
