---
title: "მუხლი 9 — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/9"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
article: "9"
identifier: "266"
adopted: "2005-03-23"
consolidated_as_of: "2025-09-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9 — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-09-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-09-09), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/9

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
გ 1 ) დეპარტამენტის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
გ 2 ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 19.01.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/59884-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-datsvis-politsiis-departamentis-debul/10.md
