---
title: "მუხლი 19. რესეკიურიტიზაციის განხორციელების აკრძალვა — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/19"
law: "ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 6001175"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. რესეკიურიტიზაციის განხორციელების აკრძალვა — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/19

1. სეკიურიტიზაციის  საბაზისო აქტივი არ შეიძლება იყოს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. რესეკიურიტიზაციის განხორციელება დასაშვებია, თუ ეს საჭიროა ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევისთვის:
ა) კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის ლიკვიდაციის მიზნისთვის;
ბ) კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის გასაგრძელებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი ლიკვიდაცია;
გ) ინვესტორთა ინტერესების დასაცავად, როდესაც სეკიურიტიზაციის საბაზისო აქტივები უმოქმედო მოთხოვნებია.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი შემთხვევები, როდესაც რესეკიურიტიზაციის განხორციელება დასაშვებად ჩაითვლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/20.md
