---
title: "მუხლი 21. რისკების შენარჩუნება — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/21"
law: "ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 6001175"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. რისკების შენარჩუნება — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/21

1. ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი მუდმივად უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

2. თუ ინიციატორი და თავდაპირველი კრედიტორი არ არიან შეთანხმებული იმაზე, თუ რომელი მათგანი უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით უნდა ფლობდეს ინიციატორი.

3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შემცირება, განეიტრალება, ჰეჯირება, აგრეთვე ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორს შორის განაწილება, გარდა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის სუბიექტი ინიციატორად არ ჩაითვლება, თუ მისი დაფუძნებისა და საქმიანობის ერთადერთი მიზანი მოთხოვნების სეკიურიტიზაციაა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიას სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი.
თავი VI. ინვესტორის, კრედიტორისა და სხვა პირთა
უფლება-მოვალეობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/22.md
