---
title: "მუხლი 29. ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/29"
law: "ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 6001175"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/29

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ან ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია (ფულადი ჯარიმა) უნდა იყოს დარღვევის პროპორციული, შეესაბამებოდეს მის სერიოზულობასა და სიმძიმეს და ითვალისწინებდეს ამ დარღვევის ინვესტორთა ინტერესებზე გავლენას.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/30.md
