---
title: "მუხლი 30. გამოსაცემი ნორმატიული აქტები — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/30"
law: "ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 6001175"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. გამოსაცემი ნორმატიული აქტები — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/30

ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა:
ა) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დადგენის თაობაზე;
ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესაბამისი პროცედურისა და დამატებითი წესების დადგენის თაობაზე;
გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესის დადგენის თაობაზე;
დ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელი დამატებითი წესების დადგენის თაობაზე;
ე) ამ კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დადგენის თაობაზე;
ვ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის დადგენის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/31.md
