---
title: "მუხლი 6. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/6"
law: "ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 6001175"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/6

1. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მოქმედებდეს დამოუკიდებლად და მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი ინვესტორების სასარგებლოდ.  აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის კუთვნილი აქტივები საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

2. აქტივების მმართველი კომპანიისთვის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა)  აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ამ კანონის შესაბამისად, იმ პირობით, რომ სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში იგი სხვა აქტივების მმართველი კომპანიით ჩანაცვლდება;
ბ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
გ)  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მართვის უფლებამოსილება, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან მის ინვესტორებს.
თავი III. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ შეტყობინება. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/7.md
