---
title: "მუხლი 9. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/9"
law: "ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 6001175"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/9

1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობაა 5 000 ლარი.

2. ავტორიზაციის მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის შესაბამისად.

4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

5. ავტორიზაციის მოსაკრებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება.

6. ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი ავტორიზაციის მოსაკრებელი არ ბრუნდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/10.md
