---
title: "მუხლი 100. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/100"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "100"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 100. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 100 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/100

1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს ის უფლებები, რომელთა მინიჭებაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნა რეგისტრირდება პენიტენციურ დაწესებულებაში. მას გადაეცემა მოთხოვნის რეგისტრაციის ნომერი.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. იგი ვალდებულია ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით, 5 კალენდარული დღის ვადაში უპასუხოს.

5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/99.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/101.md
