---
title: "მუხლი 106. საჩივრის განხილვის ვადები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/106"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "106"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 106. საჩივრის განხილვის ვადები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 106 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/106

1. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ, ზეპირად ან წერილობით ეცნობება.

2. სამსახურის გენერალური დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია საჩივრის განხილვის ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს წერილობით ეცნობება.

3. საჩივარი, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/105.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/107.md
