---
title: "მუხლი 107. კონფიდენციალური საჩივარი — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/107"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "107"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107. კონფიდენციალური საჩივარი — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 107 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/107

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.

2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც დალუქულ კონვერტშია მოთავსებული და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.

3. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის ან მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია, პენიტენციური დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრისა და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, კონფიდენციალური საჩივარი 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია კონფიდენციალური საჩივარი შეინახოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა და ამ ვადის ამოწურვისთანავე, კონფიდენციალურობის დაცვით გაანადგუროს ის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/108.md
