---
title: "მუხლი 108. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/108"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "108"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 108. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 108 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/108

1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შეტანა განსაკუთრებულ შემთხვევას განეკუთვნება და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს განხილული.

2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრის შესახებ მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფსა და საქართველოს პროკურატურას.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/107.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/109.md
