---
title: "მუხლი 109. საჩივრის განხილვის შედეგები. გადაწყვეტილების გასაჩივრება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/109"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "109"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109. საჩივრის განხილვის შედეგები. გადაწყვეტილების გასაჩივრება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 109 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/109

1. საჩივრის განხილვის შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა და მის პირად საქმეს დაერთვება.

2. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს.

3. საჩივართან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.

4. საჩივრის განხილვის შედეგები შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
თავი XVIII
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/108.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/110.md
