---
title: "მუხლი 114. გასეირნება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/114"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "114"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114. გასეირნება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 114 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/114

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება. სუფთა ჰაერზე ყოფნის ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასეირნება ხდება დღის საათებში, პენიტენციური დაწესებულების მიერ ამისთვის გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
თავი XIX
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კომუნიკაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/113.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/115.md
